ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ოპოზიციის აქტივისტი დააკავეს

13 აგვისტო, 2014 • 1165
აზერბაიჯანში ოპოზიციის აქტივისტი დააკავეს

ინფორმაცია სააგენტო “რეგნუმს” დაკავებულის ძმამ, ასევე აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის აქტივისტმა და ჟურნალისტმა ნატიკ ადილოვმა მიაწოდა. მისი თქმით, ადამიანები შავი ნიღბებით სანქციის გარეშე მათ შეიჭრენ ბინაში და ჩხრეკა ჩაატარეს.


“თქვეს, თითქოს ჩემი დის ბალიშის ქვეშ ნარკოტიკი იპოვეს. შემდეგ დააკავეს ჩემი ძმა და წავიდნენ”, – ამბობს ნატიკ ადილოვი.


ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ეს ხელისუფლების შურისძიებაა იყოს სხვადასხვა გაზეთებში მისი კრიტიკული პუბლიკაციების გამო. გარდა ამისა, ნატიკ ადილოვი ფიქრობს, რომ მისი ძმა შესაძლოა საბირაბადში აქტიური ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობისთვის დასაჯეს.


აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ ოპერაცია ნარკობიზნესთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს. “პრესსამსახურის ინფორმაციით, მურად ადილოვს 114 გრ. ჰაშიში და 7,4გრ. მარიხუანა აღმოაჩნდა. მისი ბინის გაჩხრეკის შედეგად კი 685 გრ. მარიხუანა იქნა ამოღებული”, – წერს სააგენტო რეგნუმი.


აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურა


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი