ახალი ამბებიფოტო

სასამართლო 2012 წლიდან დღემდე – მოვლენათა ქრონოლოგია

21 თებერვალი, 2019 • 2799
სასამართლო 2012 წლიდან დღემდე – მოვლენათა ქრონოლოგია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2012 წლიდან დღემდე იმ მოვლენების ქრონოლოგიას აქვეყნებს, რომლებმაც, ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყანა სასამართლო სისტემის ღრმა კრიზისამდე მიიყვანა.

TI-ში ცხადებენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე, მწვავე პრობლემა იყო აღმასრულებელი ხელისუფლების, განსაკუთრებით პროკურატურის, ძლიერი გავლენა სასამართლოზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ პერიოდში სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი და სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეების განხილვისას სისტემური ხარვეზები ფიქსირდებოდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ სამართლიანი სასამართლოს შექმნა იყო, თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დღემდე განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია მოწმობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” სასამართლოს გაჯანსაღების ძლიერი პოლიტიკური ნება ვერ გამოავლინა.

“ხელისუფლების ცვლილებიდან 7 წლის შემდეგ სასამართლო ხელისუფლების სადავეებთან კვლავაც ის მოსამართლეები არიან, რომლებიც წლების მანძილზე უსამართლო და მორჩილ სასამართლო სისტემასთან ასოცირდებოდნენ. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის არაჯანსაღმა პროცესმა თვალნათლივ გამოაჩინა, რომ სასამართლო სისტემა ღრმა კრიზისშია”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ იმ მოვლენათა ქრონოლოგიას, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოამზადა და მათი განცხადებით, გარდამტეხი აღმოჩნდა და სასამართლო სისტემა ღრმა კრიზისამდე მიიყვანა:

ინფოგრაფიკი მომზადებულია TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი