ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცნობით, ახალგორში 2147 საშვი გაცეს “საქართველოს საზღვარზე” გადასასვლელად

12 აგვისტო, 2014 • 1400
ცხინვალის ცნობით, ახალგორში 2147 საშვი გაცეს “საქართველოს საზღვარზე” გადასასვლელად

უწყებაში აღნიშნეს, რომ პირველი განაცხადი ლენინგორის მცხოვრებლებლებისგან საქართველოსთან საზღვრის გამარტივებულად გადასაკვეთად საჭირო საშვისთვის  აპრილის ბოლოს მიიღეს.

 

„პირველი ორი კვირის განმავლობაში განხილული იქნა 3890 განაცხადი, განხილვის შედეგად ლენინგორის რაიონში 1250 საშვი მომზადდა და გაიგზავნა.  მაისში 1620 საშვი გაიცა. ივნისი-ივლისში ეს საქმიანობა გაგრძელდა და პირველი აგვისტოს მდგომარეობით სულ განხილული იქნა 4603 განაცხადი, რომელთაგან 2147 განაცხადი დაკმაყოფლდა, 2356 განმცხადებელს უარი ეთქვა“ – განაცხადეს უსაფრთხოების კომიტეტში იხილავენ. მათი ინფორმაციით,  გაცემის პროცესში იმყოფება 247 გაფორმებული საშვი, რომლებიც ჯერ მფლობელებს არ წაუღიათ.


საშვზე უარის თქმის ხშირი მიზეზი არის ის, რომ პირი ლენინგორის რაიონის დასახლებულ პუნქტში მუდმივად არ ცხოვრობს – განმარტეს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, 500-ზე მეტმა განმცხადებელმა საშვზე უარი მიიღო სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის უქონლობის გამო.

 

„ასევე მათ რიცხვში შედიან პირები, რომელთაც არასწორად შეავსეს საბუთები საშვის მისაღებად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა 76 განაცხადის ხელახლა გადამოწმებისთვის, რომლებიც არასწორად იყო შევსებული მოქალაქეების მიერ საბუთების შეტანისას. საშვის გასაცემად ხელისშემშლელი მიზეზების არქონის შემთხვევაში, მოქალაქეები შეძლებენ მიიღონ საბუთი დადგენილ ვადებში“.

 

უსაფრთხოების კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ განაცხადების მიღება და საშვების გაცემა გრძელდება და ამ პროცესს სახელმწიფოს დადგენილება აწესრიგებს. “საბუთების შემოწმების და საშვის გაცემის დრო, როგორც წესი, 15 დღეს არ აღემატება”, წერს სააგენტო “Рес”-ი.

 

სააგენტოს ინფორმაციით, უსაფრთხოების კომიტეტში ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების მიერ საქართველოს და სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის პრობლემას არ წარმოადგენს.

 

„ის შეიძლება მოგვარებული იქნას მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებებისას და საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის და სახელმწიფო საზღვრის აღიარების შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ საზღვარზე ორივე სახელმწიფოს მოქალაქეების გადაადგილების წესის მოწესრიგებისა და მათი გადაადგილების ხაზის შესახებ. ეს საკითხები სამხრეთ ოსეთმა ცალმხრივად თავისთვის მოაწესრიგა“, – აცხადებს კომიტეტის პრესსამსახური.


სამხრეთ ოსეთი, ლენინგორის რაიონი;       ფოტო: cominf.org
სამხრეთ ოსეთი, ლენინგორის რაიონი; ფოტო: cominf.org


2014 წლის მარტში სამხრეთ ოსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება „საქართველოს და სამხრეთ ოსეთის საზღვრის მარტივად გადაკვეთის ორგანიზებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“. დოკუმენტის  თანახმად, ლენინგორის და ჯავის რაიონის მცხოვრებლებზე, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მქონე პირებზე, გაიცემა სპეციალური საბუთი, რომელიც მათ საქართველოს საზღვრის გადალახვის უფლებას აძლევთ. ამ სამუშაობს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ახორციელებს.


სპეცსაშვებით უზრუნველფოფილნი არიან პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ლენინგორისა და ჯავის რაიონის განსაზღვრულ დასახლებულ პუნქტებში. ამ დასახლებული პუნქტების სია სამხრეთ ოსეთის ნორმატიული აქტებით არის განსაზღვრული.

 

“საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთისთვის ნებართვის მისაღებად, ამ რაიონების მცხოვრებლებმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის რაიონულ განყოფილებაში მოტივირებული განაცხადი უნდა წარადგინონ. დადგენილი პროცედურის თანახმად, საშვი გაიცემა მხოლოდ განაცხადში მოყვანილი ცნობების დადასტურების შემდეგ”, – წერს საინფორმაციო სააგენტო “Рес”-ი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი