სერბეთის პრემიერს და მის ლესბოსელ პარტნიორს შვილი ჰყავთ

სერბეთის პრემიერის, ანა ბრნაბიჩის ლესბოსელ პარტნიორს, მილიჩა ჯურჯიჩს შვილი გაუჩნდა. ანა ბრნაბიჩი ლგბტ თემის პირველი წარმომადგენელია, რომელსაც სერბეთის პირველი მინისტრის პოსტი უკავია.

ქალი პრემიერის შვილის შესახებ ინფორმაცია BBC ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობის ლიდერ, მმართველობის პერიოდში გეი პარტნიორთან ერთად შვილი ჰყავს.

ბრნაბიჩი სერბეთის პრემიერი 2017 წელს გახდა. ის სერბეთის პირველი ქალი და ლესბოსელი პრემიერია. ბრნაბიჩი უპარტიო პოლიტიკოსია და განათლება ამერიკასა და ინგლისში აქვს მიღებული.

რა მსგავსებები და განსხავავებებია სერბეთსა და საქართველოში ჰომოფობიური განწყობებეის თვალსაზრისით? – წაიკითხეთ, ინტერვიუ სერბ აქტივისტ ლეპა მლადენოვიჩთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან