ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი “სომხეთის მოქალაქის გამარჯვებისადმი” მიძღვნილ მასშტაბურ მსვლელობას აანონსებს

21 თებერვალი, 2019 • 1005
ფაშინიანი “სომხეთის მოქალაქის გამარჯვებისადმი” მიძღვნილ მასშტაბურ მსვლელობას აანონსებს

“2019 წლის პირველ მარტს სომხეთის დედაქალაქში დაიწყება მოქალაქეთა მასშტაბური მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება სომხეთის მოქალაქის გამარჯვებას”, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.

“ეს მსვლელობა მიმართული იქნება ძალადობის, არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების, კორუფციისა და უკანონობის წინააღმდეგ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მსვლელობა 2008 წლის პირველი მარტის მოვლენების 11 წლისთავს მიეძღვნება. ამ დღეს ერევნის ცენტრში გამოსულ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების შედეგად 8 დემონსტრანტი და პოლიციის 2 თანამშრომელი დაიღუპა, 250 ადამიანი კი დაშავდა.

ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის სომხეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც გამოძიება დაიწყო, 2008 წლის 1 -2 მარტის მოვლენები იყო. აქციის დაშლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წყობის დამხობის მუხლით ბრალი სომხეთის მაშინდელ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანსაც წაუყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი