ახალი ამბები

სმენადაქვეითებული ბავშვის გამო აშშ-ში მთელმა სამეზობლომ ჟესტების ენა ისწავლა

21 თებერვალი, 2019 • 4372
სმენადაქვეითებული ბავშვის გამო აშშ-ში მთელმა სამეზობლომ ჟესტების ენა ისწავლა

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობს 2 წლის სმენადაქვეითებული სამანტა, რომლის მეზობლებმა მასთან კომუნიკაციის მიზნით ჟესტების ენა ისწავლეს. სამანტას ისტორიაზე სიუჟეტს მშობლებსა და სამეზობლოზე დაყრდნობით CBS ავრცელებს.

მეზობლები ტელეკომპანიასთან ყვებოდნენ, რომ მანამ, სანამ ისინი ჟესტების ენის შესწავლას დაიწყებდნენ, სამანტასთან ურთიერთობა უჭირდათ. მათი თქმით, ბავშვი ძალიან კომუნიკაბელური და თბილია, თუმცა, როდესაც თავის სათქმელს მეზობლებს ვერ აგებინებდა, გული სწყდებოდა.

სწორედ ამიტომ, მეზობლებმა გადაწყვიტეს, რომ სპეციალური ინსტურქტური დაექირავებინათ და  ჟესტების ენის სალექციო კურსში მიეღოთ მონაწილეობა.

ინსტურქტორი, რაი მაკგოვერნი CBS-თან ამბობს, რომ სამეზობლოს ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, სმენადაქვეითებულ ბავშვების მშობლებიც კი არ სწავლობენ სრულყოფილად ჟესტების ენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი