ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უფლებადამცველი არიფ იუნუსი ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

11 აგვისტო, 2014 • 1157
უფლებადამცველი არიფ იუნუსი ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

უფლებადამცველ არიფ იუნუსს, რომელიც აზერბაიჯანში 5 აგვისტოს დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა.


“დაცვის მხარემ არიფ იუნუსის დაპატიმრების გადაწყვეტილება ბაქოს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა”, – განუცხადა “კავკაზსკი უზელ”-ს არიფ იუნუსის ადვოკატმა ხალიდ ბაგიროვმა.

 

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ წინასწარი გამოძიების დროს არიფ იუნუსისთვის პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა არ არსებობს. ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ დაკავებულის მდგომარეობა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში საგრძნობლად გაუარესდა.


“ბოლო ორი თვის განმავლობაში არიფ იუნუსმა ორჯერ გადაიტანა ჰიპერტონიული კრიზი და ბოლომდე გამოჯანმრთელებული კიდევ არ არის”, – აცხადებს ბაგიროვი


მისივე თქმით, დაცვის მხარე აპირებს ახალი შუამდგომლობის წამოყენებას, რომ აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შეიცვალოს.

 

ადვოკატი ასევე ავრცელებს ინფორმაციას 7 აგვისტოს არიფ იუნუსის პენიტენციური უწყების წინასწარი დაკავების საკნიდან ნაციონალური უსაფრთხოების საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანის შესახებ. ბაგიროვის თქმით,  გამოძიებას ამ გადაყვანასთან დაკავშირებით არავითარი ახსნა-განმარტება არ წარუდგენია.


 

არიფ იუნუსი
არიფ იუნუსი

 

არიფ იუნუსი, რომელიც მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტში კონფლიქტოლოგიისა და მიგრაციის საკითხებზე მუშაობდა, 5 აგვისტოს დააკავეს. 30 ივლისს, ბაქოში დააკავეს მისი ცოლი,  მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი, უფლებადამცველი ლიეილა იუნუსი. მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით, მათ შორის, სამშობლოს ღალატის მუხლითაა აღძრული. არიფ და ლეილა იუნუსები მათ მიმართ წაყენებუბლ ყველა ბრალდებას უარყოფენ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი