ახალი ამბები

“არენა 1”-ში ქურდობის ფაქტი არ დასტურდება – შსს

20 თებერვალი, 2019 • 1169
“არენა 1”-ში ქურდობის ფაქტი არ დასტურდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, სპორტკომპლექს “არენა 1”-ში ქურდობის ფაქტი არ დასტურდება.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კარი დაზიანებული არ არის, არამედ გასაღებით არის გაღებული, ქურდობის ფაქტი არ დასტურდება და გამოძიება არ დაწყებულა.

მანამდე მკლავჭიდელმა ერეკლე გურჩიანმა განაცხადა, რომ დარბაზი გაუქურდეს და ამაში სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია.

“ნაცნობებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ გატეხილია სპორტული დარბაზი. შემდეგ გავიგე, რომ თურმე სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია მაგაში. ვიღაცებთან ერთად მოსულა და წაუღია ჩემი ინვეტარი ჩემი სპორტული დარბაზიდან. გაუტეხიათ კარები. კამერებმა დააფიქსრიეს”, – განაცხადა გურჩიანმა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სოსო ჯაჭვლიანსაც, რომლის თქმითაც, 5 თვის განმავლობაში დარბაზში არ ყოფილა.

“მწვრთნელებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ გირები და სხვა ინვენტარი ერთი ოთახიდან მეორეში გადაიტანეს. ეს ქურდობაა?”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი