ახალი ამბები

შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები გაიზარდა

19 თებერვალი, 2019 • 3129
შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები გაიზარდა

საქართველოს პარლამენტმა, 78 ხმით 0-ის წინააღმდეგ, “შრომის უსაფრთოების შესახებ” ორგანული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაუქმდა “შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი და ორგანული კანონი დამტკიცდა. კანონის სტატუსის ამაღლებას კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებდა.

“შრომის უსაფრთხოების შესახებ” ახალი კანონით დადგინდა შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის და არამხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე ან მავნე საქმიანობებზე.

გაიზარდა შრომის ინსპექციის შესაძლებლობები. კანონის თანახმად, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისბიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.

კანონის დარვევისთვის გათვალისწინებული სახდელები შეიძლება იყოს გაფრთხილება, ჯარიმა ან სამუშაო პროცესის შეჩერება. ამასთან, ადმინისტრაციული სახდელიის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს კანონმდებლობით გათვალისიწნებული მოხთოვნების შესრულებისგან.

კანონი სრულად 2019 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი