სამტრედიაში გაზის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

სამტრედიის რაიონის სოფელ ტოლებში გაზის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ინფორმაცია ამის შესახებ რეგიონულმა საინფორმაციო სააგენტო Topnews-მა გაავრცელა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაზი აფეთქდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ერთი კაცი დაშავდა. ის გადაყვანილია ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში.

კომპანია “სოკარში” აცხადებენ, რომ აღნიშნულ მისამართზე გაზმომარაგების გაუმართაობასთან დაკავშირებით რაიმე გამოძახება არ დაფიქსირებულა და ექსპერტიზის დასრულებამდე აფეთქების მიზეზებზე საუბარი არ შეუძლიათ. კომპანიის ინფორმაციით, სახლში მხოლოდ გაზქურა ჰქონდათ.

 

ქუთაიში

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი