ზვიად კუპრავას ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, ზვიად კუპრავას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც ძალადობას გულისხმობს.

მთავარმა პროკურატურამ ზვიად კუპრავას საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად 12:00 საათამდე მისვლა დაავალა.

როგორც პროკურატურაში ნეტგაზეთს განუცხადეს, საქმე ეხება ერთ-ერთ ინციდენტს, რის შესახებაც ჯერჯერობით ვერ ისაუბრებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის გაუგებარ საქმეზე აქვს ახალი ბრალი წარდგენილი.

ზვიად კუპრავას თქმით, არსად წასვლას და გაქცევას არ აპირებს. ის პროკურორებს გაერთიანებული ოპოზიციის მთავარ შტაბში აქეთ ეპატიჟება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.