ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი ნინოწმინდასთან იყო

19 თებერვალი, 2019 • 1340
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი ნინოწმინდასთან იყო

დღეს, 19 თებერვალს, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 14:59-ზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა, ეპიცენტრი კი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით, სოფელ სათხეში მდებარეობდა.

ბიძგებით გამოწვეული რაიმე სახის ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი