გარდაიცვალა “შანელის” ლეგენდარული დიზაინერი კარლ ლაგერფელდი

ფრანგული მედია იუწყება, რომ ფრანგული მოდის სახლის, “შანელის” (Chanel) მთავარი დიზაინერი, კარლ ლაგერფელდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოცემა “ფიგაროს” (Le Figaro) თანახმად, საკულტო დიზანერი, რომელიც “შანელის” კრეატიული დირექტორი იყო 1983 წლიდან, 19 თებერვალს, მრავალკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

კარლ ლაგერფელდი. ფოტო: EPA-EFE/IAN LANGSDON

გერმანული წარმოშობის ლაგერფელდი დიზაინერობასთან ერთად ფოტოგრაფი და სტილისტიც იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com