მე-4 კვარტალში უმუშევრობა 0.1%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლო კვარტალში მე-3 კვარტალთან შედარებით უმუშევრობა 0.1%-ით გაიზარდა და 12.3% შეადგინა. მე-3 კვარტალში სულ დასაქმებული იყო 1 711 000 ადამიანი, ხოლო მე-4 კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1686 400-მდე შემცირდა.

საქსტატის თანახმად, პირველი კვარტლიდან დაწყებული უმუშევრობის მაჩვენებელი კლებულობს, თუმცა მე-4-ში უმუშევრობა გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, მე-4 კვარტალში სულ 1 1686 400 ადამიანია დასაქმებული, აქედან 864 200- დაქირავებით, ხოლო 821 500- თვითდასაქმებული. მე-3 კვარტალთან შედარებით თვითდასაქმებულთა, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია. ამასთან, მთლიან დასაქმებაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა დაქირავებით დასაქმებულთა შედარებით შემცირებულია.

2018 წლის IV კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.7 %-ს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა კვარტალთან შედარებით.

საქსტატში აცხადებენ, რომ უმუშევრობის დონე კაცებში ქალებთან შედარებით 2.6%-ით  მაღალია.  2018 წლის მე-4 კვარტალში მე-3 თან შედარებით უმუშევრობა ქალებში 0.3%-ით შემცირდა, კაცებში კი 0.6%-ით გაიზარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.