ქარმა 87 ხე, 62 სახურავი, 32 მანქანა, 8 გაზის მილი, 8 ელექტროსადენი და 4 ბილბორდი დააზიანა

ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება. საგანგებოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან მიიღეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა:

  • 87 ხე;
  • 62 შენობის სახურავი;
  • 32 ავტომანქანა;
  • ბუნებრივი აირის 8 მილი;
  • მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი;
  • 4 სარეკლამო ბილბორდი.

საგანგებოს განცხადებით, ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება.

მათივე ინფორმაციით, ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო ფიზიკურად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.