ახალი ამბებიეკონომიკასამართალი

მზად ვართ, პარლამენტში დეპუტატებს შევხვდეთ – ხაზარაძე და ჯაფარიძე

19 თებერვალი, 2019 • 2629
მზად ვართ, პარლამენტში დეპუტატებს შევხვდეთ – ხაზარაძე და ჯაფარიძე

მამუკა ხაზარაძე და ბადრო ჯაფარიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და თანხმობას აცხადებენ საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზებაზე, დეპუტატებმა მოუსმინონ თიბისი ბანკის ხელმძღვანელებს.

მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებთან დაკავშირებით. მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში,” – ნათქვამია ხაზარაძისა და ჯაფარიძის განცხადებაში.

საპარლამენტო უმცირესობამ დღეს “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს შესთავაზა, რომ პარლამენტში დაესწროს საკომიტეტო მოსმენას, რომელშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას.

“მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძესთან – მობრძანდეს კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის წევრებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ღიად და გასაგებად ვისაუბროთ ყველაფერზე.

თუ მას სურს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, ის უნდა იყოს გულწრფელი საზოგადოებასთან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება, რას და რატომ ედავება ხელისუფლება თიბისი ბანკს, რა დგას და ვინ დგას ამ დავის უკან,” – განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

  • ორკესტრირებული თავდასხმა თიბისი ბანკზე სახელისუფლებო უწყებების მხრიდან, რომლის მიზანიც არის ბანკის დაპატრონება, – იმის შესახებ, რაზეც მამუკა ხაზარაძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე ვერ ილაპარაკა, თიბისი ბანკის 7000 თანამშრომელს კონფიდენციალურ წერილში ესაუბრება.

თიბისი ბანკის ხელმძღვანელისგან შიდა ელექტრონულ მისამართებზე აღნიშნული წერილის მიღების შესახებ ნეტგაზეთს ორმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა.

წერილში მამუკა ხაზარაძე ბანკის თანამშრომლებს უყვება, რომ მათი ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში უპრეცედენტო შეტევებისა და წნეხის ქვეშ იმყოფება სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ხაზარაძის თქმით, ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ის და ბადრი ჯაფარიძე ჩამოაშორონ საკუთარ საქმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი