ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა – ფოტო

19 თებერვალი, 2019 • 1902
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა – ფოტო

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, სადაც დღეს, 19 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრა ელისეს სასახლეში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას “ფრანგულ-ქართული, დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის” დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც “ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა”.

სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი