ახალი ამბები

უმცირესობა კობა გვენეტაძეს და მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში იწვევს

19 თებერვალი, 2019 • 1034
უმცირესობა კობა გვენეტაძეს და მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში იწვევს

საპარლამენტო უმცირესობა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს სთავაზობს, პარლამენტში დაესწროს საკომიტეტო მოსმენას, რომელშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას.

“უმცირესობამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაიბარა პარლამენტში. დაბარების ძირითადი თემა არის ის მავნებლური საბანკო რეგულაციები, რომელიც მათ მიიღეს. მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძის მიმართ, მოვიდეს პარლამენტში და დაესწროს საკომიტეტო მოსმენას, სადაც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მან გუშინ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საზოგადოებას მიაწოდებს დოკუმენტებს და ინფორმაციას. ამიტომ მე მაქვს შეთავაზება, მობრძანდეს ამ კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის წევრებთან და ჟურნალისტებთან ერთად საზოგადოებისთვის ღიად და გასაგებად ვისაუბროთ ყველაფერზე – რა ხდება , რა მდგომარეობაა და რა პრეტენზიები აქვს ეროვნულ ბანკს “თიბისის’’ მიმართ და პირიქით”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის აზრით, ეს იქნება საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღები ფორმა, რომ საპარლამენტო ფორმატში “თიბისი ბანკის” პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ღიად ერთმანეთთან არგუმენტებით დაუპირისპირდნენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი