ახალი ამბებიეკონომიკა

იანვარში ევროკავშირთან ექსპორტი 7%-ით შემცირდა, დსთ-ში – 55%-ით გაიზარდა

19 თებერვალი, 2019 • 2196
იანვარში ევროკავშირთან ექსპორტი 7%-ით შემცირდა, დსთ-ში – 55%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირთან ექპორტი 7%-ით შემცირდა. შედეგად, იანვრის ექსპორტში ევროკავშირის წილი 25%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თითქმის 60 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის გარდა, 6.4%-ით შემცირებულია ევროკავშირიდან იმპორტის მაჩვენებელი და ის 139.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ევროკავშირთან მთალიანი სავაჭრო ბრუნვა (იმპორტი-ექსპორტი) 2019 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა და 199 მლნ დოლარი შეადგინა.

წყარო: საქსტატი

2019 წლის იანვარში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 125.4 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, წინა წლის იანვართან შედარებით ზრდა 55.2% შეადგინა. დსთ-ის წილი მთლიანი თვის ექსპორტში 52.5 %-ს შეადგენს. ექსპორტისგან განსხვავებით, დსთ-დან იმპორტი თითქმის 24%-ით არის შემცირებული და ის დაახლოებით 169 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება მთლიან ექსპორტს, 2018 წლის იანვართან შედარებით, დაახლოებით 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარში ექპორტის მთლიანი მოცულობა თითქმის 239 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 2019 წლის იანვარში 1.1 %-ით შემცირდა იმპორტი. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იმპორტის მოცულობა 588 მლნ აშშ დოლარი იყო.

ინვარში უმსხვილესი საექსპორტო სამეულია:

  • რუსეთი – 39.2 მლნ. აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 34.5 მლნ. აშშ დოლარი
  • რუმინეთი – 28.1 მლნ. აშშ დოლარი

წყარო: საქსტატი

2019 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა – 42.5 მლნ აშშ დოლარი. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები –  26.2 მლნ აშშ დოლარი; მესამე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს –  18.2 მლნ აშშ დოლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი