ახალი ამბებიეკონომიკასამართალი

ხაზარაძე: მზად ვართ, ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად ვეძებოთ გამოსავალი

18 თებერვალი, 2019 • 2188
ხაზარაძე: მზად ვართ, ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად ვეძებოთ გამოსავალი

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, TBC ბანკი მზადაა, დიალოგის რეჟიმში განაგრძოს მოცემული სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასამართლოში გაასაჩივრეს 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება და ელოდებიან მართლმსაჯულებას:

ჩვენ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, „თიბისი ბანკმა“ სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება, ველოდებით მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.”

მამუკა ხაზარაძის თქმით, სახლემწიფო, ერთი მხრივ, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის მშენებლობას, თუმცა გამოძიების დაწყების პროცესით აზიანებს მას. მისი მტკიცებით, ხუთი წლის წინ დაიწყეს მოლაპარაკება რამდენიმე საფინანსო ინსიტიტებთან ანაკლიის პორტის დაფინანსების საკითხზე.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი მას და მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიას მეშვეობით ბანკის წილების დათმობას სთხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი