ახალი ამბები

თბილისში ძლიერი ქარი ხვალ დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება

18 თებერვალი, 2019 • 1803
თბილისში ძლიერი ქარი ხვალ დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, ძლიერი ქარი თბილისში 20 თებერვლამდე გაგრძელდება.

როგორც სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, დედაქალაქში ქარის სიმძლავრე სავარაუდოდ დღეს საღამოსკენ დაიკლებს, თუმცა ღამით გაძლიერდება და ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე იქროლებს.

გვაზავას თქმით, 20 თებერვლიდან აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი აღარ არის მოსალოდნელი, დასავლეთით კი ქარი 20 თებერვალსაა პროგნოზირებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი