ახალი ამბები

სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ჭერი ჩამოიშალა – ნანგრევებში ოცამდე პირია მოყოლილი

16 თებერვალი, 2019 • 932
სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ჭერი ჩამოიშალა – ნანგრევებში ოცამდე პირია მოყოლილი

დღეს, 16 თებერვალს, სანკტ პეტერბურგის ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტის ჭერი ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

“ინტერფაქსი” ინფორმაციით, ინციდენტის დროს აღნიშნულ დერეფანში ლექციები ტარდებოდა და ნანგრევებში შესაძლოა ოცამდე ადამიანი იყოს მოყოლილი.

როგორც “ფანატიკი” წერს, უნივერსიტეტის შენობიდან 60 ადამიანი გამოიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და გამომძიებლები. რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ნგრევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი