ახალი ამბებისამართალი

ავტომობილების სარკეების მოპარვის მცდელობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2019 • 1665
ავტომობილების სარკეების მოპარვის მცდელობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავტომობილების სარკეების მოპარვის მცდელობის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს: 1999 წელს დაბადებული ი.ო. და წარსულში ნასამართლევები 1989 წელს დაბადებული შ.ხ., 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები შ.ხ.-მ და ვ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თბილისში ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში ავტომანქანიდან სარკეების ქურდობა სცადეს. ო.ი.-მ კი კახეთის გზატკეცილის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვა სცადა.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი