ახალი ამბები

სეს: ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები ავღკვეთეთ

16 თებერვალი, 2019 • 1288
სეს: ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები ავღკვეთეთ

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხორცის ნიმუშების სახეობრივ კვლევას სარეალიზაციო ბაზარსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ახორციელებენ.

როგორც სააგენტო აცხადებს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა – სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია, ხოლო დამატებითი მოკვლევის მიზნით საქმეები გადაეცა შესაბამის უწყებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი