ახალი ამბები

17 თებერვალს რუსთავში ავტომობილების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებთ

16 თებერვალი, 2019 • 1387
17 თებერვალს რუსთავში ავტომობილების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი მიმდინარე წლის 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს.

შსს-ს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება.

სამინისტროს ცნობით, მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი