ახალი ამბები

თიბისი ბანკი ეროვნული ბანკის პასუხად სასამართლოში ჩივის

15 თებერვალი, 2019 • 1591
თიბისი ბანკი ეროვნული ბანკის პასუხად სასამართლოში ჩივის

თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. შესაბამისი განცხადება თიბისის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება.

“დღეს, თიბისი ბანკმა სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თიბისი ბანკი აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.


ეროვნული ბანკი 14 თებერვალს გავრცელებული განცხადებით  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2- თვიანი ვადა აქვს.

ეროვნულ ბანკის ამ გადაწყვეტილებას თიბისი ბანკი მალევე გამოეხმაურა. თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.

გუშინ, 14 თებერვალს, ეროვნული ბანკის მოთხოვნას უშუალოდ მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბანკის დატოვებას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი