ახალი ამბები

მერია წინააღმდეგია სპორტის სასახლესთან 50-სართულიანი კოშკის აშენებაზე

15 თებერვალი, 2019 • 1605
მერია წინააღმდეგია სპორტის სასახლესთან 50-სართულიანი კოშკის აშენებაზე

თბილისის მერია სპორტის სასახლის უკან, ალექსიძის ქუჩაზე, 51-სართულიანი კოშკის მშენებლობის წინააღმდეგია. ამის შესახებ პასუხს დედაქალაქის მერიიდან ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნიან.

მე-5 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე მიმართვა იყო ეკონომიკის სამინისტროსადმი. თუმცა, ბუნებრივია, კითხვა გამოიგზავნა თბილისის მერიაში, რაზეც უარყოფითი პასუხი გაიგზავნება. ამ მასშტაბის, ამ მოცულობის ნაგებობის განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუშვებელია,” – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.

შპს “ბასილონ გლობალ სერვისს” სპორტის სასახლის უკან 50-სართულიანი მრავალფუნქციური კოშკის აშენება სურს. კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განცხადება შეიტანა.

ვრცლად:

კომპანიას სპორტის სასახლის უკან 50-სართულიანი კოშკის აშენება სურს

მასალების გადაბეჭდვის წესი