ახალი ამბები

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

15 თებერვალი, 2019 • 2169
პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

21 წლის ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართული ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ტაილანდელი ატიტაია ჩუკერდი 15:7 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა 23 წლამდე ხმლით პარამოფარიკავეთა შორის.

ერთი დღით ადრე, ეტლით ფარიკაობის მსოფლიოზე თასზე, ჩემპიონის ტიტულს ირმა ხეცურიანი დაეუფლა. ხეცურიანისთვის მსოფლიო თასის ტურნირებზე ეს მე-14 ოქროს მედალია.

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი