ახალი ამბები

მოძალადისთვის მედიაცია სასათბურე პირობებს ნიშნავს – პატარაია სამღვდელოების ინიციატივაზე

15 თებერვალი, 2019 • 1644
მოძალადისთვის მედიაცია სასათბურე პირობებს ნიშნავს – პატარაია სამღვდელოების ინიციატივაზე

უფლებადამცველი ბაია პატარაია მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურის, გიორგი ფირცხელანის ინიციატივას ეხმაურება. მისი თქმით, ინიციატივით, რომლითაც სასულიერო პირებმა ოჯახში ძალადობის დროს, შესაძლოა, მედიაციის როლი მოირგონ, მსხვერპლის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

“ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია, რომ ოჯახში ძალადობის დროს მედიაცია ნიშნავს მოძალადისთვის სასათბურე პირობების შექმნას, მის გათავისუფლებას პასუხისმგებლობიდან და მსხვერპლის მდგომარეობის დამძიმებას,” – წერს უფლებადამცველი.

14 თებერვალს, გამართულ ბრიფიგნზე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საუბრისას გიორგი ფირცხელანმა დასძინა, რომ პოლიცია რიგ შემთხვევაში კონფლიქტსა და ოჯახურ ძალადობას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს.

“ზოგადად, აუცილებელია, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით სამართალდამცველები გარკვნენ იმაში, თუ რა არის კონფლიქტი და რა – ძალადობა. [ეს ორი რამ] უნდა გაიმიჯნოს, რათა არ მოხდეს მათი აღრევა, იმიტომ, რომ ესენი აბსოლუტურად სვადასხვა ცნებებია. კონფლიქტი სხვაგვარად უნდა აღოიფხვრას, ხოლო ძალადობა, რა თქმა უნდა, აღიკვეთოს,” – განმარტავს მღვდელმსახური

ბაია პატარაია კი მიიჩნევს, რომ სიტუაციის ამგვარი შეფასება არასწორია.  მისი თქმით, პოლიციაც და სასამართლოც კონფლიქტსა და ძალადობას ერთმანეთისგან ასხვავებს.

“… უფრო მეტიც, მხოლოდ ცემაზე და მკვეთრად გამოხატულ, განმეორებად აგრესიულ ქცევას სჯიან, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე არც კი იწყებენ გამოძიებას და, მით უმეტეს, არ იყენებენ თავისუფლების აღკვეთას, თუ საქმე საერთოდ სასამართლომდე მიიტანა პროკურორმა (რაც პრობლემურია).

ყოველთვის ქალების წინააღმდეგ რატომ გამოდის საპატრიარქო? ყოველთვის მოძალადე კაცებს რატომ იცავს?,” – დასძენს ბაია პატარაია.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს, ის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

14 თებერვალს, მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა გიორგი ფირცხელანმა “კვირის” ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირები ოჯახში კონფლიქტისა და ძალადობის საქმეებში მედიატორის როლით უნდა ჩაერთონ.

ბრიფინგზე მღვდელმსახურმა გიორგი ფირცხელანმა განაცხადა, რომ ძალადობის აღკვეთას როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზები აქვს, რომელთა შორის არაპირდაპირი უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმე სიღრმისეულ პრობლემას ეხება.

 “ხდება ხოლმე ყველა ოჯახში… მაგალითად, კონფლიქტი წარმოიშვა მეუღლესთან, მოვიდა პატრული მეზობლის მიერ გამოძახებული და ეს ბიჭი აღმოჩნდა ციხეში რამდენიმე წლით. ოჯახის წევრები კი ჩავარდნენ უკიდურეს გაჭირვებაში. თვითონ ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის მიერ, რომელიც კრებს ინფორმაციას აღსარების დროს მოსახლეობიდან, აღმოჩნდა, რომ ბევრ მოძღვარს ასეთი შემთხვევები დაუგროვდა.

ვრცლად:

 

ახალი ინიციატივით, სამღვდელოება შესაძლოა ოჯახში ძალადობის საქმეებში მედიატორად ჩაერთოს

მასალების გადაბეჭდვის წესი