ახალი ამბები

თუ მოინანიებს, პედაგოგის სტატუსი აღუდგება – სასულიერო აკადემია გოჩა ბარნოვზე

14 თებერვალი, 2019 • 2054
თუ მოინანიებს, პედაგოგის სტატუსი აღუდგება – სასულიერო აკადემია გოჩა ბარნოვზე

თბილისის სასულიერო აკადემიაში აცხადებენ, რომ გოჩა ბარნოვს პედაგოგის სტატუსი აღუდგება, “თუ ის შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოინანიებს”.

“გოჩა ბარნოვს შეუწყდა  პედაგოგის სტატუსი. ლექციების წაკითხვის უფლება აღარ აქვს იქამდე, ვიდრე არ მოინანიებს იმას, რაც განაცხადა. მას შეუწყდა ეს სტატუსი და თუკი ის მოინანიებს ამას, აღუდგება სტატუსი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” თბილისის სასულიერო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ თოფურიამ.

თოფურიას თქმით, გოჩა ბარნოვის განცხადებები იყო ძლიან არაკორექტული და მან ნაწილზე ბოდიში მოიხადა, თუმცა მეორე ნაწილზე – არა. აკადემიის ინფორმაციით, სამეცნიერო საბჭოს 36 წევრიდან 33-მა მხარი დაუჭირა გოჩა ბარნოვისთვის სტატუსის შეჩერებას, 3 მომხრე იყო “პატიების”, თუმცა ოქმს მათაც ხელი მოაწერს.

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც მოყვანილია ამონარიდები გოჩა ბარნოვის მიერ სოციალურ ქსელში და მედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებებიდან, რომლებიც საბჭომ მისი დათხოვნის საფუძვლად მიიჩნია.

სამეცნიერო საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბარნოვმა “არაერთხელ დასწამა ცილი და მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, საპატრიარქოს და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, რექტორატს და პროფესორ-მასწავლებლებს”; სასულიერო აკადემია ბარმოვს ედავება, რომ მან დაარღვია შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სასწავლებლის პედაგოგს ეკრძალება “თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქმიანი რეპუტაციის, პრესტიჟის შემლახავი ცნობების რაიმე ფორმით გავრცელება”, ასევე, ინსტრუქცია, რექტორთან (პრორექტორთან) პრესასა და ელექტრონულ მედიაში გამოსაქვეყნებელ იმ პუბლიკაციათა შეთანხმების შესახებ.

აღნიშნულ განცხადებებში გამოვლინდა ქრისტიანული ეთიკის, აგრეთვე, შრომითი ხელშეკრულებით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შინაგანაწესით და სხვა შიდანორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების  დარღვევები:

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ თბილისის სასულიერო აკადემიიდან და სემინარიიდან გაათავისუფლეს.

როგორც ბარნოვმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, სამეცნიერო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასულიერო აკადემიაში თავისუფალი აზრის გამოთქმა იდევნება.

გოჩა ბარნოვის პოზიციას გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ბმულზე:

 

გოჩა ბარნოვი: სასულიერო აკადემიიდან გამათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი