ახალი ამბები

შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე 2019 წელს შესაძლოა ტენდერი გამოცხადდეს – ქობულია

13 თებერვალი, 2019 • 1072
შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე 2019 წელს შესაძლოა ტენდერი გამოცხადდეს – ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, კომპანია „ექსონ მობილი“ დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის შელფზე ნახშირწყალბადების პოტენციალს სწავლობს.

ქობულია ამბობს, რომ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2019 წლის ბოლოს იგეგმება ტენდერის ჩატარება შავ ზღვაზე ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმითვე, კომპანია „შლუმბერჟე“ კი საქართველოში ბუნებრივი აირის ძებნა ძიების სამუშაოებს აწარმოებს. ქობულია იმედს გამოთქვამს, რომ სამუშაოების შედეგად, საქართველოს საკუთარი ბუნებრივი აირი ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი