ახალი ამბები

სპეკულაციაა, რომ საპენსიო შენატანები იკარგება ან ინფლაციას განიცდის – ფინანსთა მინისტრი

13 თებერვალი, 2019 • 912
სპეკულაციაა, რომ საპენსიო შენატანები იკარგება ან ინფლაციას განიცდის – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საპენსიო შენატანები დეპოზიტზეა განთავსებული. ნეტგაზეთის კითხვაზე, როდის შეიქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც ამ თანხის ინვესტირებაზე იქნება პასუხისმგებელი, ივანე მაჭავარიანი პასუხობს, რომ ჯერ საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსიც კი არ გამოცხადებულა.

მაჭავარიანი, რომელიც საპენსიო სააგენტოს ზედამხედველი ორგანოს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, გვირჩევს, კონკურსის გამოცხადების თარიღები სააგენტოსთან დავაზუსტოთ.

ფინანსთა მინისტრი სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ სააგენტოს ფული დევს, იკარგება ან ინფლაციას განიცდის.

“დეპოზიტის სარგებელი ინფლაციას დაფარავს, თუმცა ეს არ არის ჩვენი ბიზნესმოდელი. სამომავლოდ მათი განთავსება მომგებიან, თუმცა დაცულ პროექტებში უნდა მოხდეს. საბოლოოდ ინვესტირების საკითხი იმ საინვესტიციო საბჭომ უნდა ქნას, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს,”-აცხადებს მაჭავარიანი.

კითხვაზე, წლის ბოლომდე მოხდება თუ არა საპენსიო შენატანების ინვესტირება, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ შესაძლებელია. “რომც ვერ მოეწროს ინვესტირება, მინდა გითხრათ, რომ ამ წლის ინფლაცია დეპოზიტებზე განთავსებულ შენატანს მაინც ვერ შეამცირებს”.

ამავე თემაზე

სად და როგორ დაბანდდება საპენსიო შენატანებზე დაგროვილი თანხა

მასალების გადაბეჭდვის წესი