ახალი ამბები

“გაზპრომთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს – ბახტაძე

13 თებერვალი, 2019 • 1287
“გაზპრომთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით,  ეკონომიკის სამინისტრო ხელშეკრულების საკითხთან დაკავშირებით “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს ახორციელებს.

“დაველოდოთ ამ მოლაპარაკებების შედეგებს. ვფიქრობ, მოკლე ვადაში დასრულება ეს პროცესი. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველომ ხელშეკრულებაში პოზიციები გაიუმჯობესოს. ბუნებრივია, მოლაპარაკებების დროს ამოსავალი წერტილი ჩვენი ეროვნული ინტერესებია,”-აცხადებს მამუკა ბახტაძე.

კითხვაზე, რა სამართლებრივი პროცედურით ხორციელდება ამ ეტაპზე გაზის ტრანზიტი. ბახტაძის თქმით, მოლაპარაკებების პერიოდში ნებისმიერი ხელშეკრულება ითვალისწინებს გარკვეულ პირობებს.

“დამატებით ინფორმაციას ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო მოგაწოდებთ,”-ამბობს პრემიერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი