ახალი ამბები

სასულიერო პირი ბენტლით განმარტავს, რომ მანქანა მისი არაა

13 თებერვალი, 2019 • 2473
სასულიერო პირი ბენტლით განმარტავს, რომ მანქანა მისი არაა

არქიმანდრიტი ათანასე კარანაძე აცხადებს, რომ ავტომობილი ბენტლი, რომლის სურათებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მისი არ არის. ამის შესახებ სასულიერო პირი ფეისბუკზე წერს.

“გუშინ შუადღეს დაიდო ჩემი სურათები, სადაც მე რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს. აღნიშნული მანქანა არის 2006.წ. ბენტლი, რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით, რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილებაა, ხვალ რომ პორშეს საჭესთან დავჯდე ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით, რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს ჰყავს, ე.ი ჩემიაა?”, – წერს არქიმანდრიტი.

“ხალხო: ნუთუ ვერ ატყობთ , რომ ყველა რაღცნაირად გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს, ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს. ამ კატეგორიას ის უფრო უხარია, რომ წაქცეული ხარ, მაშინ გითანაგრძნოს, ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს. მე ამას გულისტკივილით ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს წარმატება და კეთილდღეობა შემშურდეს”, – წერს არქიმანდრიტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი