ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინეს

13 თებერვალი, 2019 • 1362
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინეს

სომხეთის საგამოძიებო უწყებამ ქვეყნის მეორე პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს კიდევ ერთი ბრალდება, ამჯერად, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღების მუხლით წარუდგინა.

აღნიშნული ბრალდება შვიდიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სომხეთში ახალი ხელისუფლების, კერძოდ, ნიკოლ ფაშიანიანის მოსვლის შემდეგ ყოფილ მაღალჩინოსნებზე რიგი საქმეები აღიძრა. მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანზე, რომელიც 2018 წლის 27 ივლისს დააკავეს 2008 წლის 1-2 მარტის აქციის დაშლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდებით. 2008 წლის 1-2 მარტის მიტინგების დროს პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 250 კი დაშავდა. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს სწორედ რობერტ ქოჩარიანი იკავებდა.

13 აგვისტოს სასამართლომ ქოჩარიანი ხელშეუხებლობის მიზეზით გაათავისუფლა.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები, ლევონ ტერ-პეტროსიანი და სერჟ სარქისიანი ახალი ხელისუფლების პირობებში ახლად დაკომპლექტებულმა საგამოძიებო უწყებებმა 2008 წლის საპროტესტო დემონსტრაციების დარბევის საქმეზე კვლავ დაკითხეს.

2019 წლის 18 იანვარს სასამართლომ კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივა ქოჩარიანს პატიმრობის ვადა. გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო, თუმცა 7 თებერვალს სასამართლომ უარი თქვა მის პირობით გათავისუფლებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი