ახალი ამბები

თსუ-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორების მხარდაჭერა სოცმუშაკებს

12 თებერვალი, 2019 • 3381
თსუ-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორების მხარდაჭერა სოცმუშაკებს

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური პერსონალი  მხარდაჭერას უცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს.

“თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) აკადემიური პერსონალი მხარს ვუჭერთ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და ამავე სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების, სოციალური მუშაკების, მიერ ჩამოყალიბებულ საინიციატივო ჯგუფის “სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ საქმიანობას.

ვიზიარებთ რა პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების სულისკვეთებას, მიგვაჩნია, რომ ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული და მათი უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული სოციალური მუშაობის პრაქტიკისთვის კრიტიკულია სოციალური მომსახურების სააგენტოში სისტემური ცვლილებების განხორციელება. მხარს ვუჭერთ რა სოციალურ მუშაკებს, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალური მუშაკების მიერ წარდგენილ წერილში დასახელებული გამოწვევების საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯები დაიგეგმოს და განხორციელდეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, როგორც თსუ-ის და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი აცხადებს, ისინი გამოხატავენ მზადყოფნას, გამოცდილება და ცოდნა გაუზიარონ სამინისტროს, სააგენტოსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს აღნიშნული ცვლილების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ბენეფიციარებზე ორიენტირებული პოლიტიკის, პროგრამებისა და მომსახურებების განსავითარებლად.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. იაგო კაჭკაჭიშვილი, პროფესორი, თსუ
2. შორენა საძაგლიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ისუ
3. სალომე ნამიჭეიშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ
4. ნინო შატბერაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ
5. თამუნა მახარაძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ
6. ლელა გაფრინდაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ
7. ია შეყრილაძე, ასისტენტ პროფესორი, ისუ
8. ნათია ფარცხალაძე, თსუ, მოწვეული ლექტორი
9. მაგული შაღაშვილი, მოწვეული ლექტორი, თსუ
10. ნელი აკობია, მოწვეული ლექტორი, თსუ, ისუ
11. მაია მგელიაშვილი, მოწვეული ლექტორი, ისუ
12. თეონა გოცირიძე, მოწვეული ლექტორი, ისუ
13. მარიამ ბარბაქაძე, მოწვეული ლექტორი, ისუ
14. ანტონ ქელბაქიანი, მოწვეული ლექტორი, ისუ
15. ქეთევან ლეკიშვილი, მოწვეული ლექტორი, ისუ
16. ნინო გიორგაძე, მოწვეული ლექტორი, ისუ
17. ზურაბ ტატანაშვილი, მოწვეული ლექტორი, თსუ
18. გიორგი წოწკოლაური, მოწვეული ლექტორი, თსუ
19. ნინი ტაბიძე, მოწვეული ლექტორი, თსუ
20. სალომე ჭიჭინაძე, მოწევეული ლექტორი, თსუ
21. ქეთევან გიგინეიშვილი, მოწვეული ლექტორი, ისუ, თსუ
22. ირმა ბებერაშვილი, მოწვეული ლექტორი, თსუ
23. თინათინ ცერცვაძე, მოწვეული ლექტორი, თსუ
24. თეონა მამუკიშვილი, მოწვეული ლექტორი, თსუ
25. მანანა ლაცაბიძე, მოწვეული ლექტორი, თსუ
26. ლალი ჩხეტია, მოწვეული ლექტორი, თსუ
27. თენგიზ ვერულავა, მოწვეული ლექტორი, თსუ

სოცმუშაკთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინსიტროში 8 თებერვალს წერილი შეიტანა და რეფორმების დროული გატარება მოითხოვა. სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოში” დასაქმებული 200-მდე სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ამ დროისთვის ისინი წინასაგაფიცვო პროცესში იმყოფებიან, ხოლო თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, გაფიცვას დაიწყებენ.

  • ვრცლად:

“ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ სამუშაო პირობებს” – სოცმუშაკები გაფიცვისთვის ემზადებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი