ხორცის მოხმარებით საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ხორცის მოხმარებით საქართველო ევროპაში ბოლო ადგილს იკავებს.

Euronews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გლობაურად, გაეროს 2014 წლის მონაცემებით, ადამიანი წელიწადში საშუალოდ 43 კილოგრამ ხორცს მოიხმარდა. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კი ხორცის მოხმარების საშუალო რაოდენობა ერთ ადამიანზე  80 კილოგრამია.

ამ მონაცემებზე დაწყრნობით, წლის მანძილზე ყველაზე მეტ ხორცს ევროპაში ესპანეთის და ავსტრიის მოქალაქეები მოიხმარენ (94.04 კგ. და 90.87 კგ.).

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოშია დაფიქსირებული, სადაც წლის განმავლობაში ერთი ადამიანი საშუალოდ 27.89 კილოგრამ ხორცს მოიხმარს.

ბოლოს წინა ადგილზე აზერბაიჯანია საშუალოდ 31.1 კგ. ხორცის მოხმარებით, რომელსაც ბოსნია და ჰერცეგოვინა მოსდევს, ერთი ადამიანის მიერ წელიწადში საშუალოდ 32.21 კილოგრამი ხორცის მოხმარებით.

როგორც კვლევაშია მითითებული, ხორცის საშუალო მოხმარება დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც შესაძლოა ამ ქვეყნებში საშუალო შემოსავლით იყოს განპირობებული.

მონცემებში შესული არაა თევზისა და სხვა ზღვის პროდუქტების მოხმარება და ის FAO-ს 2013 წლის მონაცემთა ბაზას ეფუძნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.