ხაშურის რაიონში მატარებელი და ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ

ხაშურის რაიონში მატარებელი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ.

შემთხვევა დღეს დილით სოფელ ტეზერთან მოხდა. ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა და გადაყვანილია საავადმყოფოში.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი