ახალი ამბები

2018-ში ევროპაში შესვლაზე უარი ქართველებს მხოლოდ 0.5% შემთხვევაში ეთქვათ

12 თებერვალი, 2019 • 1311
2018-ში ევროპაში შესვლაზე უარი ქართველებს მხოლოდ 0.5% შემთხვევაში ეთქვათ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის სტატისტიკით, შენგენის ზონაში შესვლაზე უარი საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ 0.5% შემთხვევაში ეთქვათ.

უწყების მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ტერიტორიაზე შესვლის 364 593 შემთხვევა აღირიცხა. საქართველოს მოქალაქეებს უარი 1 863 შემთხვევაში ეთქვათ.

ყველაზე ხშირად 2018 წლის მანძილზე ქართველები გერმანიაში შედიოდნენ. ყველაზე მეტჯერ შესვლაზე უარი კი იტალიაში დაფიქსირდა.

სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს მთლიანობაში საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარის კვეთის  3 697 152 აღირიცხა. საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის საზღვარი 3 667 915-ჯერ გადმოკვეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი