ახალი ამბები

წყნეთის გზაზე ავტობუსი დაგორდა, დაშავდა 5 ადამიანი

12 თებერვალი, 2019 • 821
წყნეთის გზაზე ავტობუსი დაგორდა, დაშავდა 5 ადამიანი

დღეს, 12 თებერვალს, წყნეთის გზაზე მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი