ვითიბი ბანკი, უძრავი ქონების შეძენის, აშენების, გარემონტების ან არსებული იპოთეკური სესხის გადაფარვის მსურველებს, სთავაზობს აქციას იპოთეკურ სესხზე ლარში. აქციის ფარგლებში შესაძლებელია სესხის აღება გამარტივებული პირობებით. საპროცენტი განაკვეთი 9.55%-დან (ეფექტური 10.55%-დან).
დეტალური ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია ვითიბის ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ, ბანკის ვებ გვერდზე.
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.