ახალი ამბები

დეპუტატი ლომია ეროვნული ინტერესების ომბუდსმენის შექმნის ინიციატივით გამოდის

11 თებერვალი, 2019 • 1205
დეპუტატი ლომია ეროვნული ინტერესების ომბუდსმენის შექმნის ინიციატივით გამოდის

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ლომია ახალი ინსტიტუტის, ეროვნული ინტერესების დამცველი ომბუდსმენის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ამ იდეის შესახებ მან ადამიანის უფლებათა კომიტეტზე განაცხადა, სადაც  მისი თანაპარტიელი დეპუტატის, ემზარ კვიციანის მიერ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს განიხილავდნენ, რომელიც ანტიდისკრიმინაციული და სხვა კანონებიდან ტერმინების – სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა – ამოღებას ითვალისწინებს.

ლომიას თქმით, თუ ეს იდეა მისაღებია, კანონპროექტის სახეს მისცემს. მან დღევანდელი სახალხო დამცველი გააკრიტიკა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი