გასაუბრებაზე არ გასცეთ პასუხი იმ არამოსამართლე წევრებს… – მოსამართლე თამარ ონიანი კოლეგებს

“როდესაც გასაუბრებაზე მოხვალთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არ გასცეთ არამოსამართლე წევრების კითხვებს პასუხი, რომლებმაც დღეს განმარტება არ გააკეთეს”, – ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლით სხდომაზე საბჭოს მოსამართლე წევრმა, თანარ ონიანმა გააკეთა.

ონიანი არამოსამართლე წევრებში, სავარაუდოდ, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს გულისხმობს, რომელიც საბჭოს სხდომაზე ჯერ არ გამოსულან სიტყვით.

სხდომაზე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის გადავადების კანონპროექტი განიხილება, რომლის ინიციატორებიც ეკა ბესელია და სხვა 8 დეპუტატი არიან.

ჯერჯერობით  საბჭოს სხდომაზე კანონპროექტისთვის მხარი არცერთი მომხსენებელს დაუჭერია.

მას მხარს მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უჭერენ, რომლებსაც ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მოსამართლეები კი მათ მოუწოდებენ პოზიციის დაფიქსირებისკენ.

თამარ ონიანი 2018 წლის 18 იანვრიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან