ახალი ამბებირეკლამა

“ლაგის” შეღავათიანი სერვისი, რომლითაც საქართველოს ნებისმიერ ქსელთან ისაუბრებთ

11 თებერვალი, 2019 • 5860
“ლაგის” შეღავათიანი სერვისი, რომლითაც საქართველოს ნებისმიერ ქსელთან ისაუბრებთ

სატელეფონო კომპანია “ლაგი” გთავაზობთ VoIP – ტექნოლოგიას, რომლის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია დაურეკოს ნებისმიერს, მათ შორის, ვისაც არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და არ სარგებლობს მზგავსი აპლიკაციით.

„ლაგი“ არის საქართველოში რეგისტრირებული სატელეფონო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შეღავათიან საკომუნიკაციო სერვისს. “ლაგის” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული საერთაშორისო კომპანია “ვაიბერთან”.

კომპანია იყენებს VoIP – ტექნოლოგიას, რომელიც წარმოადგენს ციფრულ სერვისს და აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს  ისაუბრონ ყველაზე დაბალი ტარიფით.

“ლაგი” მომხმარებლებს ვირტუალურ ნომრებს (სიმ–ბარათის გარეშე) სთავაზობს, რომლითაც შეძლებენ მობილური ინტერნეტისა და აპლიკაციის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, საქართველოს ნებისმიერ (როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ) ქსელთან საუბარს. გარდა აპლიკაციის VoIP სერვისისა, კომპანია აგრეთვე უზრუნველყოფს ქოლ–ცენტრისა და საოფისე ქსელის გამართვას.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება და მრავალი მობილური აპლიკაცია, რომლით სარგებლობაც უფასოდ არის შესაძლებელი, ლაგის შეთავაზება არის გამორჩეული თავისი სპეციფიკით.

კომპანიის VoIP სერვისით მომხმარებელს შეუძლია დაურეკოს ნებისმიერს, მათ შორის, ვისაც არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და არ სარგებლობს მსგავსი აპლიკაციით. სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია მობილური ინტერნეტი, რათა აბონენტმა შეძლოს ზარის განხორციელება აპლიკაციიდან. სერვისი მოიხმარს ინტერნეტის მიზერულ ოდენობას და მუშაობს როგორც Wifi, ისე GSM ინტერნეტ კავშირზე.

ლაშა ჭელიძე – მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

„ლაგი დაარსდა 1997 წელს და დღეისათვის კომპანიის მთავარი მიზანია დანერგოს ახალი ტექნოლოგიები საქართველოში, რომელიც იქნება მომხმარებლების ინტერესებზე ორიენტირებული და ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენენ ჩვენი აბონენტები და მაქსიმალურად ვცდილობთ შევთავაზოთ მაღალი ხარისხის სერვისი.”

მისამართი:

[checklist]

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი