თბილისში ტრანსგენდერ ქალს სცემეს, თავდამსხმელი დაკავებულია

ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალს სცემეს. რუსთავი2 მსხვერპლზე დაყრდნობით იუწყება, რომ მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი სცემეს.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ პოლიციელებმა ერთი პირი ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითა და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძარცვასა და ძალადობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com