ნიკა მელია

ვაშაძე ადასტურებს, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებზე მელიას კანდიდატურაც განიხილება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გადაცემაში “კვირის აქცენტებში” ადასტურებს, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებზე პარტია ნიკა მელიას კანდიდატურას განიხილავს.

ვაშაძეს ნიკა გვრამიამ ჰკითხა შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ ზუგდიდის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას კანდიდატურა დასახელდება, რაზეც ვაშაძე პასუხობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა, თუმცა ვერც იმის პირობას დადებს, რომ ეს ასე არ მოხდება:


“ვერ დაგპირდებით, რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ამას ბეჭედი აქვს დარტმული. ძალიან ბევრი კანდიდატი იხილება ოპოზიციიდან” – ამბობს ვაშაძე გადაცემაში “კვირის აქცენტები”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.