ახალი ამბები

ვაშაძე ლიეჟზე: მადლობა ივანიშვილს რეკლამისთვის

10 თებერვალი, 2019 • 1183
ვაშაძე ლიეჟზე: მადლობა ივანიშვილს რეკლამისთვის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის:

“ამისთანა წარმოდგენა ჩვენ რომ შეგვეკვეთა ბიძინა ივანიშვილისთვის, უკეთესად ვერ მოვახერხებდით. წყნარი ცივილიზებული შეხვედრის მაგივრად ადამიანმა მოახერხა ის, რომ საქართველო და მისი სპეცსამსახურები გახვია შარში, ჩვენ გაგვიკეთა არანორმალური რეკლამა, რისთვისაც მადლობა “ქართულ ოცნებას” და მის მამამთავარს. ემიგრაციამ იდევ ერთხელ დაიახა, რომ ოპოზიცია თავისთვის კიარ იბრძვის, იბრძვის იმ შავი ჭირის წინაარმდეგ, რომელიც ქვეყანას შეეყარა” – ამბობს ვაშაძე გადაცემაში “კვირის აქცენტები”.

დღეს, 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრას წინ უძღვოდა არეულობა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

ლიეჟში, სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრის დაწყებამდე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი