ახალი ამბები

სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე მისული თემურ შაშიაშვილი დარბაზიდან გააძევეს

10 თებერვალი, 2019 • 3547
სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე მისული თემურ შაშიაშვილი დარბაზიდან გააძევეს

ლიეჟში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს, კონგრესების სასახლის დარბაზში თემურ შაშიაშვილი შევიდა. შაშიაშვილის თქმით მას სურდა სიტყვით მიემართა ემიგრანტებისთვის, თუმცა  მას ამის საშუალება დაცვამ არ მისცა და დარბაზი დაატოვებინეს.

“რაც ილაპარაკა ბატონმა სააკაშვილმა ყველაფერი არის ტყუილი. ხალხშია სიმართლე და არა ივანიშვილში და სააკაშვილში. ამ ორი კაცის ერთმანეთთან ბრძოლას ეწირება მთელი ქვეყანა. მე ველოდები ისეტ საქართველოს, რომელშიც პოლიტიკურ არენაზე არ იქნება არც სააკაშვილი და არც ბიძინა ივანიშვილი. არც ნაციონალური მოძრაობა და არც ქართული ოცნება. დაისვენებს ქვეყანა. ეს უნდა მეთქვა ამ ტრიბუნიდან,” – თქვა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ თემურ შაშიაშვილმა.

მისივე განცხადებით ის დაცვამ დარბაზიდან “ცემა-ტყეპით” გაიყვანა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრა დღეს, 10 თებერვალს გაიმართა.  დღევანდელი შეხვედრა სამოქალაქო მოძრაობა “ერთად სახლშის” მიერაა ორგანიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი