ახალი ამბები

ლიეჟში, სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრის დაწყებამდე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

10 თებერვალი, 2019 • 2045
ლიეჟში, სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრის დაწყებამდე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე მოქალაქეების ნაწილი არ შეუშვეს. როგორც აღნიშნული პირები აცხადებენ, ისინი ქართველი ემიგრანტები არიან, თუმცა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერიდან ჩანს, თავის წარდგენაზე უარს ამბობენ.

მათი თქმით, შეხვედრაზე იმის გასაგებად სურდათ დასწრება, თუ რა გეგმები აქვს საქართველოს მე-3 პრეზიდენტს და არ დაუმალავთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არ არიან.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებს შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს, ადგილი სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა. სავარაუდოდ, გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების თქმით, წიწაკის სპრეი ადამიანების იმ ჯგუფმა გამოიყენა, რომლებსაც შენობაში არ უშვებდნენ. მათ ითქმით კი სპრეი ენმ-ის მხარდამჭერებმა გამოიყენებს.

დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ამ პირებმა შენობა დატოვეს ღონისძიების ორგანიზატორებმა კი შენობის კარი ჩაკეტეს.

კონგრესის შენობის გარეთ ადამიანები, რომლებმაც შეხვედრაე შესვლა ვერ მოახერხერ აქციას მართავენ. მათ თან აქვთ ბანერები, რომელთა მსგავსი თბილისში საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროსც გამოჩნდა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაიწყოს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა მანამდე განაცხადა, შეხვედრაზე ემიგრანტებს ქვეყანაში დასაბრუნებლად 5 პუნქტიანი გეგმა უნდა წარუდგინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი