ახალი ამბები

N9 დაწესებულებაში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა – პენიტენციური სამსახური

10 თებერვალი, 2019 • 1014
N9 დაწესებულებაში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მსჯავრდებული საპატიმროში 2017 წლიდან იმყოფება და მისივე განცხადების საფუძველზე ციხეში შესახლების დღიდან მასზე უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება.

კერძოდ, როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის
განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს:

“სწორედ უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველოფის სამმართველოს თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა. იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში მსჯავრდებულს
შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა” – ვკითხულობთ განცხადებაში.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და მომხდართან დაკავშირებით გუშინვე დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიულ სამმართველოს მიერ (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა).

მასალების გადაბეჭდვის წესი